სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოხდა ზარალის აღწერა და მოსახლეობის დახმარება მყისიერად განხორციელდება. უწყების ცნობით,...