ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ხობის მუნიციპალიტეტიეს მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. უწყების ცნობით, სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება
დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” – 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” – 24 კოვიდ პაციენტი. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა – 26 პაციენტი, სენაკი “ლაზიკა მედში” – 77...
ბესო შენგელია-“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ხობის მერის თანამდებობაზე
ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ენმ-ის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია დაასახელა. "ახალგაზრდა მებრძოლი, პრინციპული ადამიანი. ძალიან კარგად ვიცნობ მას. ბესოს მამამ თავი საქართველოს ერთიანობას შესწირა. ბესო საქართველოს დეოკუპაციისთვის და ჩვენი დევნილი მოქალაქეების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად ჩვენთან ერთად აგრძელებს ბრძოლას და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი ეს სანუკვარი სურვილი და...
ავარია ხობში
დღეს, ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, დაშავებულები სხავადსხავ დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხობის ცენტრში ხის ორსართულიანი სახლი გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.