რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ საერთაშორისო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (მწვრთნელი სურაჯ გვასალია) და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობელი ფალავნი თანატოლთა შორის საქართველოს ჩემპიონიცაა. ის ამ ტიტულის მფლობელი მიმდინარე წლის მარტში, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე...
ხობელმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. 41 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაცი ზარანდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ენვერ კილასონია კი მე-3 ადგილის. პირველი ადგილი დაიკავა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ლოლუამ. გამარჯვებულ და პრიზიორ...