საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 5 აგვისტოს 9:00 საათიდან 22:00 საათამდე (13 საათით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე არსებულ სადგურ ჭალადიდში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებას, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას....