საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტში, დამატებით 10 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება. გაზიფიცირების პროექტი 2022 წელს შემდეგ სოფლებში განხორციელდება: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ბია-საშონიოს, ზემო ბიას, გაღმა...