ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებს ჯერ ბუსტერი არ სჭირდებათ. “სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის ფაიზერით ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.“დაინდეთ” თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!! როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება...
ვაქცინაცია მიმდინარეობს ხობის ევექსის კლინიკაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს ხობის ევექსის კლინიკაში (მის: ჭყონდიდელის №2) ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო...
რომელი ქვეყნებიდან შემოიტანს ვაქცინაციას საქართველო
" საქართველო ყველა არხს იყენებს იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად შემოვიდეს ინდოეთიდან",- განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. გაბუნიას განცხადებით, არის აგრეთვე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მათი რეგისტრაცია და გამოყენება. მილიონობით დოზა უკვე შეიძინა ბრაზილიამ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო...