- ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში მწერალ ლაშა გვასალიასთან შეხვედრა გაიმართა. მწერლის მეგობრებმა და კოლეგებმა პოეტური კრებულებიდან ლექსები, ხოლო პროზაული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.
მწერალმა ფოლკლორულ ანსამბლ „კოლხეთის“ წევრებთან ერთად, მეგრული ხალხური სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
მწერალთან შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა.