- ხობში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა უძღვებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის, საკრებულოს და თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.