- ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო, ზემო ქვალონი, გვიმარონი და ჭითაუშკური) გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 80765 ლარია.
“ზემო ქვალონის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში გარე განათების მოწყობა ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 მილიონ 21 ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდება.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.