- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიასთან საუბარში, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა განაცხადა: “აჭარა ტექსტილის” თანამშრომელია ქალბატონი, რომელსაც დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ, მისი კონტაქტები გაიტესტა და დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა. ლოკალურად არის ერთ ქუჩაზე. უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს”.