- ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში, 1921 წლის 24 თებერვალს, კოჯორში, წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართული არმიის ოფიცრის ივანე (ლოლი) იოსავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ (ბერბიჭაშვილმა) გადაიხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთავარანგელოზთა ტაძარში ანზორ სიჭინავას და გოგიტა ჩიტაიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის – „ივანე იოსავა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას სასულიერო პირები, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.