- 6 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის – ,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში მწერლებთან შეხვედრა გაიმართა.
ლიტერატურულ საღამოზე მწერლებმა: ბაჩო კვირტიამ, ნანა ქელეხიძემ, გივი ჩიღვინაძემ, ეკა ქაჯაიამ და რაულ ჩილაჩავამ მკითხველებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იმართება ლიტერატურული საღამოები, თანამედროვე ავტორთა წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები მკითხველთათვის საინტერესო თემებზე