- ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია „მერკურის“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ; ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია „მერკურს“ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.