- 26 დეკემბერს ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული ჯგუფები, მგალობელთა და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ.
ბავშვების საახალწლო განწყობაზე დრამერები და „ოჩო ფეხები“ ზრუნავდნენ. საახალწლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 29 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთავარი საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.
ქალაქ ხობში ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებული ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.