- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 112675 ლარს შეადგენს.
სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მიმდინარე წელს ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა გაიხსნა, ხოლო შავღელეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.