- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ახორციელებენ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.