ნოჯიხევში ახალი ამბულატორია შენდება

  • ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის – “სოფლის ექიმის’’ ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია შენდება.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ეზო, ღობე, კანალიზაციის, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

სამუშაოებს ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ ახორციელებს.