- პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.