- ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგვიჩიოში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი, ხოლო ახალ ხიბულაში – 1.4 – კილომეტრიანი არხი.
სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება არხების გამტარობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.
სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.