- ხობში, კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები და შობა-ახალი წლის თემაზე შექმნილი სიმღერები შესრულდა.
საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს