- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოსვლა მოასწრო.
შემთხვევის შედეგდა არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.