- ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად 1.7 – კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ბილდინგ გრუპ17” აწარმოებს.