“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიშში, შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში გარე განათების მოწყობა, ხოლო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 71259 ლარია.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 მილიონ 21 ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდება.