- მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ “მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში 1118 ბენეფიციარი დააფინანსა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ექვსი თვის მონაცემებით, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს 505 540 ლარის დახმარება გაეწიათ.
ინფორმაციისთვის: პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლიური ბიუჯეტი 881950 ლარს შეადგენს.