- 6 აპრილს, ქალაქ ხობში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში.
უწყების ცნობით, სპორტულ პირველობაში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული ღონისძიება მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.