- მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც თურქული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ANADOLUS KLINIKA პაციენტებს სთავაზობს, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება. ცენტრის ოფიციალური ოფისი სამეგრელო სენაკის მუნიციპალიტეტია.
ორგანიზაციის ცნობით, ოფისი უფასოდ მოემსახურება და დაეხმარება მოქალაქეებს თურქეთში, „სამსუნის კლინიკაში მკურნალობისთვის საჭირო ყველა საკითხის მოგვარებაში.
“აქ იმისთვის ვართ, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს ჯანდაცვასა და ექიმებთან. „ოქსიჯენს “ ჯანდაცვის ჯგუფს აქვს საკუთარი ლაბორატორია, მობილური ჯგუფები, და 19 სამედიცინო ცენ. „ანადოლუს კლინიკები, სადაც ძალიან გამოცდილი ექიმი სპეციალისტები მუშაობენ, უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
როგორც ოკსიჯენში აღნიშნავენ, საქართველოდან „ანადოლუში“ ასეულობით პაციენტი მკურნალობს. რისთვისაც მათ სტამბულის სათაო ოფისთან დაკავშირება უწევდათ. ახალი ოფისის საშუალებით კი ინფორმაციისა და საჭირო დახმარების მიღება საქართველოშივე გახდება შესაძლებელი, რაც პაციენტებს საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს.
კლინიკა ოკსიჯენი დახმარებას გაუწევს სრული პროფილით როგორც მოზრდილებს, ისე მოზარდებს. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი მიზანია თურქული სტანდარტებით უმკურნალონ ადგილზე ქართველ პაციენტებს, შეამცირონ იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ თურქეთში, გაუწიონ მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება სენაკში, შეღავათიან ფასად ქართველ და თურქ ექიმებთან ერთად. ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკის მიზანია, მოემსახუროს აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებსაც.
პროექტის ავტორი საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია.
კლინიკა ოკსიჯენის დამფუძნებელი გოჩა მოსია.
მხარდამჭერი ჯემალ ბერიძე.