- ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შავღელეში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი.
პროექტის განხორციელების შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი შემცირდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.