შოვში, გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

  • რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი ჩამოწვა.18 ადამიანი დაიღუპა ხოლო 17 დაკარგულად ითვლება.


სამაშველო ძალები აქტიურად არიან ჩართული სამძებრო სამუშაოებში.
სამძებრო სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო