- ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად: 13 კილომეტრზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ 500 000 ლარამდეა.
2019 წელს განხორციელდა ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაზეც დაიხარჯა 4 მილიონ 657 ათასი ლარი.