- ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია სრულდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილ-ხიდები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
საკონჯარიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებაც 10 მილიონ ლარამდეა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.