- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს მელიორაცია მსხვილმასშტაბიან პროექტებს ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს კოლექტორული და წყალშემკრები არხების ამოწმენდა. პროექტის შესაბამისად ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება 4 – კილომეტრიანი არხი.
“პარალელურად სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ხობსა და კოლხეთის დასახლებაში. აღნიშნული პროექტების განხორციელებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხების გამტარუნარიანობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.