ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ხობის მუნიციპალიტეტიეს მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

უწყების ცნობით, სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.

კომენტარის დატოვება