- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 30 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ძველი შენობა სადაც, საბავშვო ბაღი იყო განთავსებული ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ გახსნეს.
ხორგის ახალი ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა. დღეიდან საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.