- ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მდინარე ხობისწყალთან ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ხობის მუნიციპალიტეყის მერიის ინრფორმაციით, ყულევსა და ქარიატაში განხორციელებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
ინფორმაციისთვის: მუნიციპალიტეტის დასახლებებში ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.