- 26 მაისის აღსანიშნავად, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ისტორიული ძეგლების/ექსპონატების ფოტო-გამოფენა, ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას საჯარო ლექცია – „საქართველო და ევროპა“.
ევროპის კუთხე-ზემო სვანეთის რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
საბავშვო გასართობი ღონისძიება: ზღაპრის გმირები, ასფალტზე ხატვა, ბავშვთა ნახატების გამოფენა.
წიგნადი ფონდის გამოფენა და მხატვრული კითხვა.
14:30 სთ. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. ყვავილების და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული აქტივობები: ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქუჩის კალათბურთი.
წარმატებული სპორტსმენების ჯილდოების გამოფენა.
15:45 სთ. ხობის ცენტრალური სტადიონი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის ფინალი.
17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა – შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – ანსამბლი ,,კოლხეთი’’ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი.
19:00 სთ. კონცერტი – ,,თბილისური კვარტეტის“ მონაწილეობით. ფეიერვერკი.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს