- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 27 თებერვლის ჩათვლით დროებით შეჩერებულია.
უწყების ცნობით, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს.
“პრობლემურ უბნებზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.
ხობის მუნიციპალიტეტში შექმნილი უამინდობის გამო მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, 24 საათის განმავლობაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე:
- 599 85 60 85.
- 595 51 74 73.
- 599 85 60 98.