- ქალაქ ხობში დავით გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 76684 ლარი შეადგინა.
ქალაქ ხობში გარე განათების სისტემა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე მოეწყო.