- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გამართეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა შორენა ძაძამიამ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, მოწყვლად ოჯახებში დარღვეულ ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამებსა და ბავშვის ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები – ,,ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მომავალზე“, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობას“ მხარდაჭერით დამზადდა. ასოციაცია ბავშვთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს ხობის მუნიციპალიტეტის მერიასთან.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.