- ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ ფარგლებში ახალგაზრდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის კოორდინატორმა ნანა გოგოხიამ შეხვედრის მონაწილეებთან სამოქალაქო ბიუჯეტის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მომხსენებლის განმარტებით ხობის მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში პროექტი „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოსთან“ თანამშრომლობით და პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.