- დღეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან” არსებული ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლის – “უცნობი ქალი” პრემიერა შედგა.
რეჟისორმა მანანა შამათავამ სპექტაკლი ინგლისელი მწერლის, ჰერბერტ ბეიტსის ნაწარმოების, “ველური ალუბლის ხის“ მიხედვით დადგა.
სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.