ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამართალდარღვევა გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ.

მოქალაქეს ჩოგანბადესთან, კასრებთან და ჯოხზე ძუით მიბმულ ტივტივასთან ერთად, კუსტალურად დამზადებული 4 ერთეული ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევმა აღიარა, რომ ნივთიერებები თევზჭერის მიზნით დაამზადა.

უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარის დატოვება