- ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, 22 ოქტომბერს, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები, ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ.
პაციენტებს მოემსახურება:
გასტროენტეროლოგი;
კარდიოლოგი;
ქირურგი;
თერაპევტი;
რადიოლოგი;
ტრავმატოლოგი;
ნევროლოგი;
ენდოკრინოლოგი;
პედიატრი.
უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შუა ხორგის ამბულატორიაში ჩატარდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს