- ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა. კულტურის სასახლის დიდ დარბაზში საზეიმო ღონისძიებაზე 2024 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ნათელა მარგველაშვილს, ნუგზარ ზარანდიას, დეკანოზ ილია ლომაიას და იღუმენია ანა მუსელიანს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: იზოლდა გვაგვალია, ნათელა სამუშია, ცისანა ცხადაია, ნორა იოსავა, ზაირა ქირია და ნატო ცხადაია. ასევე დაჯილდოვდნენ ხობელი ახალგაზრდები – ანრი ბერაია, სალომე ქარდავა, სალომე ქირია, ნინო ყურუა და ქრისტინა ალექსანდრია, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი ,,რუსთავი“, ლინდა ადამია და ჯგუფი ,,1/4“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია და ირაკლი ზარქუა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.