- სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებში გაიმართება.
ხობში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
“წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის. ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.