- ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N212-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 70681 ლარი შეადგინა.
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 2017“-მა აწარმოა.