- ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ევროპის პირველობაზე ასევე წარმატებით იასპარეზა ნუგზარ წურწუმიამ, რომელიც ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.